1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი შემდეგ აიღო აბდესი მათ წინაშე ისე, როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა ამას

عَنْ يحيى بنِ عُمَارةَ المَازِنِيِّ قَالَ:
شَهِدْتُ عَمْرَو بْنَ أَبِي حَسَنٍ سَأَلَ عَبْدَ اللَّهِ بْنَ زَيْدٍ، عَنْ وُضُوءِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَدَعَا بِتَوْرٍ مِنْ مَاءٍ، فَتَوَضَّأَ لَهُمْ وُضُوءَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَأَكْفَأَ عَلَى يَدِهِ مِنَ التَّوْرِ، فَغَسَلَ يَدَيْهِ ثَلاَثًا، ثُمَّ أَدْخَلَ يَدَهُ فِي التَّوْرِ، فَمَضْمَضَ وَاسْتَنْشَقَ وَاسْتَنْثَرَ، ثَلاَثَ غَرَفَاتٍ، ثُمَّ أَدْخَلَ يَدَهُ فَغَسَلَ وَجْهَهُ ثَلاَثًا، ثُمَّ غَسَلَ يَدَيْهِ مَرَّتَيْنِ إِلَى المِرْفَقَيْنِ، ثُمَّ أَدْخَلَ يَدَهُ فَمَسَحَ رَأْسَهُ، فَأَقْبَلَ بِهِمَا وَأَدْبَرَ مَرَّةً وَاحِدَةً، ثُمَّ غَسَلَ رِجْلَيْهِ إِلَى الكَعْبَيْنِ.

იაჰია იბნ უმარა ალ-მაზინი გადმოსცემს:
"მე ვესწრებოდი, როდესაც ამრ იბნ აბუ ჰასანმა ჰკითხა აბდულლაჰ იბნ ზაიდს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესი შესახებ. აბდულლაჰმა მოითხოვა წყლით სავსე ჯამი, შემდეგ აიღო აბდესი მათ წინაშე ისე, როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა ამას . შემდეგ მან ჯამიდან ხელზე წყალი დაასხა და ხელები სამჯერ დაიბანა. შემდეგ ხელი ჯამში ჩაყო, პირი ჩამოიბანა და ცხვირი წყლით ამოიბანა სამჯერ. შემდეგ ხელით წყალი აიღო და სახე სამჯერ დაიბანა. შემდგომ ხელები იდაყვებამდე ორჯერ დაიბანა. ხელი კვლავ ჯამში ჩადო, თავის თმა გაასველა და ორივე ხელი ერთიანად წინ და უკან გადაატარა. ბოლოს კი ფეხები კოჭებამდე დაიბანა".

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 186

განმარტება

აბდულლაჰ იბნ ზაიდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) პრაქტიკულად აჩვენა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესის აღების წესი. მოითხოვა პატარა წყლის ჭურჭელი, თავდაპირველად მან ხელისგულები დაიბანა, შემდეგ დახარა ჭურჭელი და წყალი დაასხა, რათა ხელები სამჯერ დაებანა ჭურჭლის გარეთ. შემდეგ ხელი ჩაყო ჭურჭელში და სამჯერ აიღო წყალი ხელით: თითოეულ შემთხვევაში გამოივლო პირი, შეიყვანა წყალი ცხვირში და გამოუშვა. შემდეგ აიღო წყალი ჭურჭლიდან და სამჯერ მოიბანა სახე. შემდეგ აიღო წყალი ჭურჭლიდან და ორჯერ-ორჯერ მოიბანა ხელები იდაყვებამდე. შემდეგ ხელები ჩაყო ჭურჭელში, თავზე წაისვა სველი ხელები: დაიწყო შუბლის წინა ნაწილიდან, მიიყვანა კეფამდე (კისრის ზედა ნაწილი), შემდეგ უკან დააბრუნა ხელები იმ ადგილამდე, საიდანაც დაიწყო, შემდეგ მოიბანა ფეხები ტერფებთან ერთად.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მასწავლებლის ქცევა ყველაზე ეფექტური საშუალებაა ცოდნის გაგებისა და გამყარებისთვის, მათ შორის სწავლება მოქმედებით.
  2. დაშვებულია სხეულის ზოგიერთი ნაწილის დაბანა სამჯერ, ზოგიერთი - ორჯერ, ხოლო სავალდებულო არის მათი ერთხელ დაბანა.
  3. სავალდებულოა აბდესის აღებისას სხეულის ნაწილებს შორის რიგის დაცვა, როგორც ეს ჰადისშია აღნიშნული.
  4. სახის საზღვრები ასეთია: ზედა ნაწილში თმის ზრდის საზღვრიდან წვერამდე და ნიკაპამდე სიმაღლეში, ხოლო სიგანეში ყურიდან ყურამდე.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية