1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«أَلَا أَدُلُّكُمْ عَلَى مَا يَمْحُو اللهُ بِهِ الْخَطَايَا، وَيَرْفَعُ بِهِ الدَّرَجَاتِ؟» قَالُوا بَلَى يَا رَسُولَ اللهِ قَالَ: «إِسْبَاغُ الْوُضُوءِ عَلَى الْمَكَارِهِ، وَكَثْرَةُ الْخُطَا إِلَى الْمَسَاجِدِ، وَانْتِظَارُ الصَّلَاةِ بَعْدَ الصَّلَاةِ، فَذَلِكُمُ الرِّبَاطُ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?» მათ უპასუხეს: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «ეს არის მცირე განბანვის (ვუდუს) შესრულება სრულყოფილად, მიუხედავად სირთულეებისა, მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთებისკენ და შემდეგი ლოცვის მოლოდინი წინა ლოცვის შემდეგ. ეს არის თქვენთვის რიბატი».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 251

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) ჰკითხა თავის საჰაბებს, სურდათ თუ არა, რომ მიეთითებინა მათთვის იმ საქმეებზე, რომლებიც იქნებოდა მათი ცოდვების მიტევების მიზეზი, და წაშლიდა მას შენახული წიგნებიდან და აამაღლებდა სამოთხეში საფეხურებით?
საჰაბებმა თქვეს, რომ მათ სურდათ ამის გაგება. მან თქვა:
პირველი: აბდესის სრულად შესრულება მიუხედავად სიძნელეებისა, როგორიცაა სიცივე, წყლის სიმცირე, სხეულის ტკივილი ან ცხელი წყალი.
მეორე: ასეთი საქციელი არის მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთისკენ, რაც განპირობებულია ადამიანის სახლის დაშორებით მეჩეთიდან და მისი ხშირი სიარულით იქ.
მესამე: ლოცვის დროის მოლოდინი, გულით მისკენ ლტოლვა, მზადყოფნა მისთვის, მეჩეთში დაჯდომა ჯამაათთან (ერთობლივი ლოცვა) ლოცვის მოლოდინში. და როცა იგი ლოცვას დაასრულებს და სალოცავში ელოდება მეორე ლოცვას.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს ნამდვილ "მურააბიტს" (გუშაგობას). ეს იმიტომ, რომ ისინი ახშობენ ეშმაკის გზებს, რომლებიც გულისკენ მიემართებიან, ამარცხებენ სურვილებს და იცავენ სულს ცდუნებების მიღებისგან. ამგვარად, ალლაჰის მხარეთა ლაშქარი ამარცხებს ეშმაკის ჯარებს, რაც „დიდი ჯიჰადია“. ეს შეგვიძლია შევადაროთ მტრის საზღვარზე მეთვალყურეობას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ლოცვების ჯამაათით შესრულების მნიშვნელობა მეჩეთში და ყურადღების მიქცევა ლოცვებისთვის მათი უგულებელყოფის გარეშე.
  2. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის საჰაბებს სწორი გზით წარუდგინა საკითხი და მათი ინტერესი გააღვივა, დაწყებული დიდი ჯილდოს დაპირებით შეკითხვის ფორმით. ეს ერთ-ერთი მეთოდია სწავლებაში.
  3. თემის საკითხისა და პასუხის ფორმით განხილვის სარგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ფორმატში ახსნა უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე, რადგან ის, რაც თავდაპირველად გაუგებარია, განმარტების პროცესში თანდათან ცხადი ხდება.
  4. იმამ ან-ნავავი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: "ეს არის თქვენთვის რიბატი, ანუ სასურველი რიბატი. თავდაპირველად რიბატი ნიშნავს რაღაცის შეკავებას რაღაცისთვის, მაგალითად, საკუთარი სულის შეზღუდვას ალლაჰის მორჩილებაში. თქმულა, რომ ეს არის საუკეთესო რიბატი, რადგან ნათქვამია, რომ საუკეთესო ჯიჰადი არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ასევე შესაძლებელია, რომ აქ იგულისხმება ხელმისაწვდომი და შესაძლებელი რიბატი, ანუ რიბატის ერთ-ერთი სახეობა".
  5. კონტექსტში სიტყვა "არ-რიბაატ" არაერთხელ განმეორდა და აღინიშნა ალ-არტიკლით (განსაზღვრის არტიკლი). ეს ხაზს უსვამს ამ საქმის მნიშვნელობაზე და მათთვის მაღალი სტატუსის მინიჭებას.

თარგმნების ჩვენება

56 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية