1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი გინდათ გიამბოთ სამოთხის მაცხოვრებლებზე? ეს არის ყოველი უმწეო და დაუძლურებული ადამიანი, რომელსაც ადამიანები სუსტად თვლიან, მაგრამ თუ ის ალლაჰს ფიცით შეჰღაღადებს, ალლაჰი უთუოდ აღასრულებს მის ფიცს. და გნებავთ, გითხრათ ჯოჯოხეთის ბინადრების შესახებ? ეს არის ყოველი ხისტი გულით, მტრულად განწყობილი და ამპარტავანი ადამიანი

عَنْ حَارِثَةَ بْنِ وَهْبٍ الخُزَاعِيِّ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«أَلاَ أُخْبِرُكُمْ بِأَهْلِ الجَنَّةِ؟ كُلُّ ضَعِيفٍ مُتَضَعِّفٍ، لَوْ أَقْسَمَ عَلَى اللَّهِ لَأَبَرَّهُ، أَلاَ أُخْبِرُكُمْ بِأَهْلِ النَّارِ: كُلُّ عُتُلٍّ جَوَّاظٍ مُسْتَكْبِرٍ».

ჰარისა იბნ ვაჰბ ალ-ხუზაი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს: «გავიგონე, როგორ თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«გინდათ გიამბოთ სამოთხის მაცხოვრებლებზე? ეს არის ყოველი უმწეო და დაუძლურებული ადამიანი, რომელსაც ადამიანები სუსტად თვლიან, მაგრამ თუ ის ალლაჰს ფიცით შეჰღაღადებს, ალლაჰი უთუოდ აღასრულებს მის ფიცს. და გნებავთ, გითხრათ ჯოჯოხეთის ბინადრების შესახებ? ეს არის ყოველი ხისტი გულით, მტრულად განწყობილი და ამპარტავანი ადამიანი».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4918

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს სამოთხისა და ჯოჯოხეთის მაცხოვრებლების გარკვეულ თვისებებს.
სამოთხის მაცხოვრებელთა უმრავლესობა არის: "ყოველი სუსტი და თავმდაბალი,“ ანუ ის, ვინც თავმდაბალია და ალლაჰის წინაშე მორჩილი, თავის თავს მას უძღვნის. ზოგი ადამიანი მათ სუსტად და შეუმჩნევლად მიიჩნევს. ეს არის ალლაჰის მიმართ თავმდაბალი ადამიანი, თუ ალლაჰს რამეზე ფიცს შეჰფიცებს, იმედით მისი მოწყალებისადმი, ალლაჰი აასრულებს მის ფიცს, უზრუნველყოფს იმას, რაც ფიცის მიზეზია და უპასუხებს მის თხოვნასა და ვედრებას.
ჯოჯოხეთის მაცხოვრებელთა უმრავლესობა არის: ყოველი "უთულ", რაც ნიშნავს ხისტსა და მკაცრს, ვინც მუდმივად ჩხუბობს ან არის უხამსი და კეთილი საქმეების მიმართ დაუმორჩილებელი; "ჯაუვააზ", რაც ნიშნავს ამპარტავანს, თავშეუკავებლად მსმელ-მჭამელს, დიდ სხეულიანს, ვინც სიარულში ამაყობს და ცუდი ხასიათით გამოირჩევა; "მუსთაქბირ", ვინც სიმართლეს უარყოფს და სხვებს ამცირებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წახალისება სამოთხის მაცხოვრებელთა თვისებების მიღებაზე და გაფრთხილება ჯოჯოხეთის მაცხოვრებელთა თვისებებისგან თავის არიდებისკენ.
  2. თავმდაბლობა უნდა იყოს ალლაჰის მიმართ, მისი ბრძანებებისა და აკრძალვებისადმი მორჩილებით, და ასევე ქმნილებების მიმართ, მათზე ამპარტავნობის გარეშე.
  3. იბნ 'ჰაჯარი ამბობს: «აქ იგულისხმება, რომ სამოთხის ბინადართა უმრავლესობა ასეთია, მაშინ როცა ჯოჯოხეთის ბინადართა უმრავლესობა ეკუთვნის მეორე ნახსენებ კატეგორიას. არ არის მხედველობაში, რომ სამოთხის ყველა ბინადარი ასეთია, ან რომ ჯოჯოხეთის ყველა ბინადარი ასეთია».

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية