1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضيَ اللهُ عنهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«انْظُرُوا إِلَى مَنْ أَسْفَلَ مِنْكُمْ، وَلَا تَنْظُرُوا إِلَى مَنْ هُوَ فَوْقَكُمْ، فَهُوَ أَجْدَرُ أَلَّا تَزْدَرُوا نِعْمَةَ اللهِ عَلَيْكُمْ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2963

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა მორწმუნეს, რომ ამქვეყნიურ საკითხებში, როგორიცაა სახლი, სიმდიდრე და საზოგადოებრივი სტატუსი, შეხედოს იმათ, ვინც მასზე ნაკლებად უზრუნველყოფილია და არ უყუროს მათ, ვინც მასზე მაღლა და უკეთეს მდგომარეობაშია. რადგან იმაზე ყურება, ვინც დაბლა დგას, უფრო მეტად განამტკიცებს მადლიერებას და არ მისცემს ადამიანს საშუალებას, რომ ალლაჰის წყალობა დაამციროს და უმნიშვნელოდ ჩათვალოს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. კმაყოფილება მორწმუნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ზნეობრივი თვისებაა და იგი ალლაჰის ბედისწერაზე კმაყოფილების ნიშანია.
  2. იბნ ჯარირმა თქვა: «ეს ჰადისი სიკეთის მრავალ სახეობას მოიცავს, რადგან თუ ადამიანი იმაზე მაღლა მდგომს შეხედავს, ვინც მასზე მეტ კეთილდღეობაშია, მისი მოთხოვნილება მსგავსი მდგომარეობის სურვილს მოითხოვს, ალლაჰის წყალობას უმნიშვნელოდ ჩათვლის და მეტის მიღწევისთვის დაიხარჯება, რათა მას დაეწიოს ან მიუახლოვდეს, ეს უმეტეს ხალხში გავრცელებული რეაქციაა, ხოლო თუ ადამიანი ამქვეყნიურ საკითხებში მასზე დაბლა მდგომს შეხედავს, მაშინ მას ალლაჰის წყალობა უკეთ გამოუჩნდება, მადლიერებას გამოხატავს, თავმდაბალი იქნება და სიკეთეს მოიმოქმედებს».

თარგმნების ჩვენება

43 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية