1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის)

عن أبي هريرة رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم أنه قال:
«مَنْ ‌خَرَجَ ‌مِنَ ‌الطَّاعَةِ، وَفَارَقَ الْجَمَاعَةَ فَمَاتَ، مَاتَ مِيتَةً جَاهِلِيَّةً، وَمَنْ قَاتَلَ تَحْتَ رَايَةٍ عِمِّيَّةٍ، يَغْضَبُ لِعَصَبَةٍ، أَوْ يَدْعُو إِلَى عَصَبَةٍ، أَوْ يَنْصُرُ عَصَبَةً، فَقُتِلَ، فَقِتْلَةٌ جَاهِلِيَّةٌ، وَمَنْ خَرَجَ عَلَى أُمَّتِي، يَضْرِبُ بَرَّهَا وَفَاجِرَهَا، وَلَا يَتَحَاشَى مِنْ مُؤْمِنِهَا، وَلَا يَفِي لِذِي عَهْدٍ عَهْدَهُ، فَلَيْسَ مِنِّي وَلَسْتُ مِنْهُ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის) დროის სიკვდილით მოკვდება. ხოლო თუ ვინმე იბრძოლებს სიცრუის ან არეულობის დროშის ქვეშ, გაბრაზებული საკუთარი ტომის გამო, მოწოდებას გააკეთებს საკუთარი ტომის გამორჩეულობისთვის ან თავის ტომს დაიცავს სხვების ჩაგვრისას და მოკვდება, მისი სიკვდილი ჯაჰილიის დროის სიკვდილს დაემსგავსება. ვინც ჩემს საზოგადოებას წინ აღუდგება, მოსპობს როგორც მართალს, ასევე ცოდვილს მისგან, არ დაინდობს არც ერთ მორწმუნეს და არც იმას, ვისთანაც შეთანხმება აქვს დადებული, მას ჩემთან კავშირი არ ექნება, ისევე როგორც მე არ ვიქნები მასთან დაკავშირებული».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1848

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც გამოვა მმართველის მორჩილებიდან და დატოვებს ისლამის იმ ერთიან საზოგადოებას, რომელიც შეთანხმებულია იმამის ერთგულებაზე (ფიცზე), და ამ მდგომარეობაში მოკვდება, ის მოკვდება უმეცრობის (ჯაჰილების) ხალხის სიკვდილით. უმეცრობის დროს ხალხი არ ემორჩილებოდა ამირებს და არ ერთიანდებოდა ერთ ჯგუფად, არამედ იყვნენ დაყოფილნი ჯგუფებად და კლანებად, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ვინც იბრძოლებს ისეთი დროშის ქვეშ, სადაც არ გამოირჩევა სიმართლისა და სიცრუის გზები, და განრისხებულია მხოლოდ თავისი ხალხის ან ტომის მიმართ ბრმა მიკერძოების გამო, და არა რელიგიისა და სიმართლის დასაცავად, ის იბრძვის გაურკვევლად ცოდნისა და წინდახედულობის გარეშე და თუ ის ასეთ მდგომარეობაში მოკვდება, მისი სიკვდილი უმეცრობის დროის სიკვდილს დაემსგავსება.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასევე აღნიშნა, რომ ვინც აუჯანყდება თავის საზოგადოებას, ურტყამს მის მართალ და ცოდვილ წევრებს, არ აქცევს ყურადღებას თავის ქმედებებს და არ შიშობს შედეგების გამო, კლავს მორწმუნეებს და არ ასრულებს შეთანხმებებს არც ურწმუნოებთან არც მუსლიმ მმართველთან, არამედ არღვევს მათ, ეს არის დიდი ცოდვა. ვინც ასეთ ქმედებებს ჩაიდენს, ის იმსახურებს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ მოცემულ მკაცრ მუქარას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმი მმართველისადმი მორჩილება აუცილებელია, თუ ეს მორჩილება დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის დაუმორჩილებლობას არ მოიცავს.
  2. ამაში მკაცრი დამუქრებაა მათთვის, ვინც უარს იტყვის იმამის მორჩილებაზე და დატოვებს მუსლიმთა საზოგადოებას. თუ იგი ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვლება, მისი სიკვდილი უმეცრობის ხალხის გზაზე იქნება.
  3. ჰადისში მოცემულია მკაცრი აკრძალვა ტომობრივი ან საგვარეულო ფანატიზმის გამო ბრძოლაზე. (ნაციონალიზმი)
  4. შეთანხმებების შესრულების ვალდებულება.
  5. მორჩილებაში და საზოგადოების ერთობაში არის დიდი სიკეთე, მშვიდობა და მდგომარეობების გაუმჯობესება.
  6. წინაისლამური უვიცობის დროის ხალხზე მიბაძვის აკრძალვა მათ ჩვეულებებში.
  7. მუსლიმთა საზოგადოების ერთობის დაცვის ბრძანება.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية