عَنْ أَبِي سَعِيدٍ الخُدْرِيِّ رَضيَ اللهُ عنهُ:
أَنَّ رَجُلًا سَمِعَ رَجُلًا يَقْرَأُ: {قُلْ هُوَ اللَّهُ أَحَدٌ} يُرَدِّدُهَا، فَلَمَّا أَصْبَحَ جَاءَ إِلَى رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَذَكَرَ ذَلِكَ لَهُ، وَكَأَنَّ الرَّجُلَ يَتَقَالُّهَا، فَقَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «وَالَّذِي نَفْسِي بِيَدِهِ إِنَّهَا لَتَعْدِلُ ثُلُثَ القُرْآنِ».

აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) გადმოცემის თანახმად, მან თქვა:
რომ ერთმა კაცმა მოისმინა, რომ ერთი კაცი კითხულობდა: {თქვი, იგი ალლაჰი ერთადერთია} და მას იმეორებდა მთელი ღამე, როდესაც გათენდა, ის მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მას ამის შესახებ უამბო, და თითქოს ამ კაცს ეცოტავებოდა ეს სურა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 5013

განმარტება

აბუ საიდ ალ-ხუდრიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ახსენა ერთი კაცი, რომელმაც მოისმინა სხვა კაცისგან, რომ ის კითხულობდა {თქვი, იგი ალლაჰი ერთადერთია /ყულ ჰუვა ალლაჰუ ა'ჰად} და ამ სურას იმეორებდა მთელი ღამე და მას არაფერს ამატებდა, როდესაც გათენდა ეს პიროვნება მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ამის შესახებ უამბო, შეკითხვის მქონე ადამიანს, ვინც შუამავალთან მივიდა თითქოს ეცოტავებოდა მხოლოდ ამ სურის კითხვა, და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) თქვა: მისი სიტყვების გასამყარებლად და დაიფიცა: ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სიცოცხლე, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჰადისი მიუთითებს სურა „ალ-იხლასის“ ღირსებაზე და იმაზე, რომ იგი ტოლფასია ყურანის ერთი მესამედის.
  2. ღამის ლოცვებზე მოკლე აითების კითხვა და მათი გამეორების ნებადართულობა, ეს მცირედ არ უნდა იქნეს მიჩნეული.
  3. ალ-მააზირიმ თქვა: «ამის მნიშვნელობაა: ყურანის სამი სახე არსებობს; ამბები, დებულებები და უზენაესი ალლაჰის თვისებები, {თქვი, იგი ალლაჰი ერთადერთია} ეს სურა გამორჩეულია - ალლაჰის თვისებებით - ამიტომ, ის ყურანის მესამედის ტოლფასია, ის ნახსენები სამი ნაწილიდან ერთ-ერთი ნაწილია, ასევე ითქვა: რომ ამის მნიშვნელობაა: რომ მისი წაკითხვის მადლი მრავლდება და უდრის ყურანის მესამედის წაკითხვის მადლს გამრავლების გარეშე».

თარგმნების ჩვენება

35 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية