1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი პარასკევის დღისთვის სრული განბანვა სავალდებულოა ყოველი სრულწლოვანისთვის, ასევე გამოიხეხოს კბილები (მისვაქით) და დაიტანოს სურნელოვანი ნივთიერება, თუ იპოვის

عَنْ عَمْرِو بْنُ سُلَيْمٍ الأَنْصَارِيُّ قَالَ: أَشْهَدُ عَلَى أَبِي سَعِيدٍ قَالَ: أَشْهَدُ عَلَى رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«الغُسْلُ يَوْمَ الجُمُعَةِ وَاجِبٌ عَلَى كُلِّ مُحْتَلِمٍ، وَأَنْ يَسْتَنَّ، وَأَنْ يَمَسَّ طِيبًا إِنْ وَجَدَ».

'ამრ იბნ სულაიმ ალ-ანსარი ამბობს: "ვამოწმებ აბუ საიდზე, რომელმაც თქვა: ვამოწმებ, რომ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას), თქვა:
«პარასკევის დღისთვის სრული განბანვა სავალდებულოა ყოველი სრულწლოვანისთვის, ასევე გამოიხეხოს კბილები (მისვაქით) და დაიტანოს სურნელოვანი ნივთიერება, თუ იპოვის».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 880

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ პარასკევის დღისთვის (სრული განბანვა) აუცილებლად შესასრულებელი და თითქმის სავალდებულოა ყველა მუსლიმი სრულწლოვანი მამაკაცისთვის, ვისზეც პარასკევის ლოცვა (ჯუმუ'ა) აუცილებელია. ასევე მან უნდა გაიწმინდოს კბილები მისვაქით ან სხვა მსგავსი საშუალებით. და უნდა დაიტანოს სურნელოვანი, სასიამოვნო სუნამო ან სხვა სურნელება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. პარასკევის დღის სრული განბანვის მტკიცე რეკომენდაცია ყოველი სრულწლოვანი მუსლიმი მამაკაცისთვის.
  2. სისუფთავე და უსიამოვნო სუნების მოცილება მუსლიმისთვის შარიათით მოთხოვნილია.
  3. პარასკევის დღის განდიდება და მისთვის მზადება.
  4. პარასკევის დღისთვის მისვაქის გამოყენების მტკიცე რეკომენდაცია.
  5. პარასკევის ლოცვაზე წასვლამდე სასიამოვნო სურნელოვანი სუნამოს გამოყენების რეკომენდაცია.
  6. ქალი, როდესაც სახლიდან გამოდის სალოცავად ან სხვა მიზნით, არ აქვს ნება სურნელოვანი სუნამოს გამოყენებისა, რადგან სუნნა მიუთითებს ამის აკრძალვაზე.
  7. სრულწლოვანი არის ადამიანი, რომელიც მიაღწევს სრულწლოვანებას. სრულწლოვანება დგინდება ნიშნებით, რომელთაგან სამი მამაკაცისთვის და ქალისთვის საერთოა: პირველი: თხუთმეტი წლის ასაკის მიღწევა; მეორე: სასქესო ორგანოების გარშემო უხეში თმის ამოსვლა; მესამე: სპერმის გამოყოფა ძილში სველი სიზმრის შედეგად ან სურვილით, თუნდაც ძილის გარეშე. რაც შეეხება მეოთხე ნიშანს, ეს მხოლოდ ქალს ეხება: ეს არის მენსტრუაცია. როცა ქალს მენსტრუაცია დაეწყება, ის სრულწლოვნად მიიჩნევა.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية