1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში

عَنْ عَبْدِ اللهِ بنِ مَسعُودٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«عَلَيْكُمْ بِالصِّدْقِ، فَإِنَّ الصِّدْقَ يَهْدِي إِلَى الْبِرِّ، وَإِنَّ الْبِرَّ يَهْدِي إِلَى الْجَنَّةِ، وَمَا يَزَالُ الرَّجُلُ يَصْدُقُ وَيَتَحَرَّى الصِّدْقَ حَتَّى يُكْتَبَ عِنْدَ اللهِ صِدِّيقًا، وَإِيَّاكُمْ وَالْكَذِبَ، فَإِنَّ الْكَذِبَ يَهْدِي إِلَى الْفُجُورِ، وَإِنَّ الْفُجُورَ يَهْدِي إِلَى النَّارِ، وَمَا يَزَالُ الرَّجُلُ يَكْذِبُ وَيَتَحَرَّى الْكَذِبَ حَتَّى يُكْتَبَ عِنْدَ اللهِ كَذَّابًا».

აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2607

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა სიმართლის თქმა და გვამცნო, რომ მისი დაცვა ადამიანს მუდმივი კეთილი საქმეებისკენ წარუძღვება, ხოლო კეთილი საქმეების გამუდმებული შესრულება მის მფლობელს სამოთხეში შეიყვანს. ვინც საიდუმლოდ და აშკარად მუდმივად დარჩება ჭეშმარიტი, ის ალლაჰთან მოიპოვებს მართლის წოდებას, რაც სიმართლის უმაღლეს ხარისხს აღნიშნავს, შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა სიცრუისა და ტყუილის თქმისგან, რადგან სიცრუე ადამიანში წარმოშობს სწორი გზიდან გადახრას, უბიძგებს ბოროტების, ცოდვისა და დაუმორჩილებლობისკენ, ხოლო საბოლოოდ ჯოჯოხეთში მიიყვანს. ვინც ხშირად იტყვის ტყუილს, ალლაჰი მას ბოლოს მატყუარად ჩაწერს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სიმართლე არის ღირსეული ზნეობრივი თვისება, რომლის შეძენაც შესაძლებელია მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად. თუ ადამიანი მუდმივად დაიცავს სიმართლეს და ისწრაფვის მისკენ, საბოლოოდ ეს თვისება მისი მეორე ბუნება გახდება. ამის შედეგად, ის ჩაიწერება ალლაჰთან როგორც ყველაზე მართალი და კეთილმოსურნე მორწმუნე.
  2. სიცრუე უხამსი თვისებაა, რომელსაც ადამიანი იძენს მისი ხანგრძლივი პრაქტიკითა და სიცრუის მიმართ გამუდმებული მიდრეკილებით, სიტყვითა და მოქმედებით. საბოლოოდ, სიცრუე ხდება მისი ხასიათისა და ბუნების ნაწილი. ასეთი ადამიანი უზენაეს ალლაჰთან ჩაიწერება, როგორც მატყუარა.
  3. სიმართლე გულისხმობს როგორც ენის სიმართლეს, რომელიც ტყუილის საპირისპიროა, ასევე განზრახვებში სიმართლეს, ანუ გულწრფელობას. იგი მოიცავს სიმართლეს კეთილი განზრახვის განხორციელებისას, სიმართლეს მოქმედებებში, რომლის ყველაზე დაბალი დონე არის ის, რომ ადამიანის გულში არსებული შეესაბამებოდეს მის ქცევასა და მოქმედებებს, და სიმართლეს მდგომარეობებში, მაგალითად, სიმართლეს შიშში, იმედში და სხვა მსგავსში. ვისაც ეს ყველაფერი აქვს, ის არის ყველაზე მართალი(აღმატებითი ფორმა), ხოლო ვისაც ამ თვისებებიდან მხოლოდ ნაწილი აქვს, ის არის მართალი.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية