1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قالَ: قالَ رَسُولُ اللَّهِ صلَّى اللَّهُ عليْه وسلَّمَ:
«دِينَارٌ أَنْفَقْتَهُ فِي سَبِيلِ اللهِ، وَدِينَارٌ أَنْفَقْتَهُ فِي رَقَبَةٍ، وَدِينَارٌ تَصَدَّقْتَ بِهِ عَلَى مِسْكِينٍ، وَدِينَارٌ أَنْفَقْتَهُ عَلَى أَهْلِكَ أَعْظَمُهَا أَجْرًا الَّذِي أَنْفَقْتَهُ عَلَى أَهْلِكَ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 995

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიხსენია ხარჯვის ზოგიერთი სახე და თქვა: დინარი, რომელიც დახარჯე ჯიჰადში ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გაჭირვებულ გლახაკზე, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახსა და შვილებზე, შემდეგ მან გვამცნო, რომ მათგან ყველაზე დიდი ჯილდო ალლაჰთან აქვს იმ დინარს, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე, შვილებზე და მათზე, ვისზეც შენ ხარ ვალდებული ზრუნავდე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ბევრი გზაა ალლაჰის გზაზე ქონების ხარჯვისთვის.
  2. ხარჯვისას პრიორიტეტების განსაზღვრა საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის – ოჯახის უზრუნველყოფა, როდესაც შეუძლებელია ყველა ხარჯის ერთდროულად გაწევა.
  3. ან-ნავავიმ „საჰიჰ მუსლიმის“ განმარტებაში თქვა: «მოწოდება ოჯახის წევრებზე ხარჯვისკენ და მისი დიდი ჯილდოს განმარტება. რადგან ზოგიერთ მათგანზე ზრუნვა სავალდებულოა ნათესაობის გამო, ზოგიერთისთვის – რეკომენდებულია, რაც სადაყისა და ნათესაურ კავშირს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთისთვის სავალდებულოა ქორწინების უფლებით ან მონობის მფლობელობით. ეს ყველაფერი კეთილი და წახალისებული საქმეა, და ის უმჯობესია ნებაყოფლობით შეწირულობაზე».
  4. ას-სინდიმ თქვა: «მისი სიტყვები „დინარი, რომელიც დახარჯავს თავის ოჯახზე“ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ამის გაკეთებას ალლაჰის სახის საძიებლად და ოჯახზე ზრუნვის ვალდებულების შესასრულებლად განიზრახავს».
  5. აბუ ყილაბამ თქვა: «რომელ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე იმას, ვინც თავისი მცირეწლოვანი ოჯახის წევრებს არჩენს, რათა შეინახოს მათი ღირსება, ან ვისი მეშვეობითაც ალლაჰი მათ სარგებელს მოუტანს და გაამდიდრებს?»

თარგმნების ჩვენება

43 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية