1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ შვიდი რამე გვიბრძანა და შვიდი რამე აგვიკრძალა

عَنِ الْبَرَاءِ بْنِ عَازِبٍ رَضيَ اللهُ عنه قَالَ:
أَمَرَنَا رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ بِسَبْعٍ، وَنَهَانَا عَنْ سَبْعٍ: أَمَرَنَا بِعِيَادَةِ الْمَرِيضِ، وَاتِّبَاعِ الْجَنَازَةِ، وَتَشْمِيتِ الْعَاطِسِ، وَإِبْرَارِ الْقَسَمِ، أَوِ الْمُقْسِمِ، وَنَصْرِ الْمَظْلُومِ، وَإِجَابَةِ الدَّاعِي، وَإِفْشَاءِ السَّلَامِ، وَنَهَانَا عَنْ خَوَاتِيمَ -أَوْ عَنْ تَخَتُّمٍ- بِالذَّهَبِ، وَعَنْ شُرْبٍ بِالْفِضَّةِ، وَعَنِ الْمَيَاثِرِ، وَعَنِ الْقَسِّيِّ، وَعَنْ لُبْسِ الْحَرِيرِ وَالْإِسْتَبْرَقِ وَالدِّيبَاجِ.

ალ-ბარა იბნ 'ააზიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ შვიდი რამე გვიბრძანა და შვიდი რამე აგვიკრძალა: გვიბრძანა: ავადმყოფის მონახულება, განსასვენებლის ლოცვაზე დასწრება, ვინც დააცემინებს მასზე ღმერთის წყალობის სურვილი, ფიცის შესრულება, ჩაგრულის დახმარება, მიპატიჟებაზე მისვლა და სალამის გავრცელება. აგვიკრძალა: ოქროს ბეჭდები ან ოქროს ბეჭდების გაკეთება, ვერცხლის ჭურჭლიდან დალევა, აბრეშუმის ბალიშების გამოყენება უნაგირებზე, ყასიის, ისთაბრაყის, თხელი და მძიმე აბრეშუმის ტარება».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2066

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა მუსლიმებს შვიდი რამ და აუკრძალა შვიდი რამ; მათ ეს შვიდი რამ უბრძანა: პირველი: ავადმყოფის მონახულება. მეორე: განსასვენებელის ლოცვაზე მისვლა, მისი ლოცვის შესრულებაში და დაკრძალვაში მონაწილეობა, და მისთვის ვედრება. მესამე: ვედრება მისთვის, ვინც დააცემინა და ღმერთის განდიდება. მას უნდა უთხრას: ღმერთმა შეგიწყალოს "იარჰამუქა ალლაჰ''/ალლაჰმა შეგიწყალოს/. მეოთხე: იმ ადამიანის ფიცის შესრულება და დახმარება მას ამაში, ვინც ფიცით დაიფიცა რაიმე. ანუ, თუ ვინმე რაიმეზე ფიცს დადებს, და თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას, რომ არ დაარღვიოს ფიცი — მაშინ დაეხმარეთ, რათა მას არ მოუხდეს ფიცისათვის გამოსასყიდის მიტანა. მეხუთე: დაჩაგრულის დახმარება — მისი მხარში დგომა და იმ უსამართლობის აღკვეთა, რაც მას ადგება, იმ ზომით, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მეექვსე: მოწვევის მიღება — მაგალითად, ქორწილის სუფრაზე, აყიყაზე (ბავშვის დაბადებისადმი მიძღვნილ სუფრაზე) ან მსგავს ღონისძიებებზე. მეშვიდე: შეხვედრისას სალამის მიცემა (ასსალამუ ალაიქუმ), მისი გავრცელება და მასზე პასუხის დაბრუნება. მათ აუკრძალა ეს შვიდი რამ: პირველი: ოქროს ბეჭდების და სხვა ოქროს სამკაულების ტარება. მეორე: ვერცხლის ჭურჭლიდან დალევა. მესამე: აბრეშუმის ქვეშაგებზე ჯდომა. ეს არის აბრეშუმისგან დამზადებული ქვეშაგი, რომელიც იდება ცხენის ან აქლემის უნაგირზე.ე მეოთხე: აბრეშუმის ქსოვილების ნარევი ტანსაცმელი, რომელსაც (ალ-ყასი) ეწოდება. მეხუთე: აბრეშუმის ტანსაცმელი. მეექვსე: სქელი აბრეშუმის ტანსაცმელი. მეშვიდე: სუფთა აბრეშუმი, ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხის აბრეშუმი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმის ზოგიერთი უფლებების განმარტება თავისი მუსლიმი ძმის მიმართ.
  2. ძირითადი პრინციპი ის არის, რომ შარიათის ყველა ბრძანება და აკრძალვა ვრცელდება როგორც მამაკაცებზე, ისე ქალებზე — გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მკაფიოდ მითითებულია, რომ ეს ბრძანება ან აკრძალვა სპეციფიკურად მხოლოდ მამაკაცებისთვის ან მხოლოდ ქალებისთვის არის განკუთვნილი.
  3. სხვა ჰადისები მიუთითებს იმაზე, რომ ქალისთვის მიცვალებულის(ჯანაზის) განსასვენებელად უკან გაყოლა აკრძალულია.
  4. სხვა ჰადისები მიუთითებს, რომ ქალისთვის ოქროს სამკაულების და აბრეშუმის ტანსაცმლის გამოყენება ნებადართულია.

თარგმნების ჩვენება

39 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية