1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა

عَنْ عُقْبَةَ بْنِ عَامِرٍ الْجُهَنِيِّ رضي الله عنه:
أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَقْبَلَ إِلَيْهِ رَهْطٌ، فَبَايَعَ تِسْعَةً وَأَمْسَكَ عَنْ وَاحِدٍ، فَقَالُوا: يَا رَسُولَ اللهِ، بَايَعْتَ تِسْعَةً وَتَرَكْتَ هَذَا؟ قَالَ: «إِنَّ عَلَيْهِ تَمِيمَةً»، فَأَدْخَلَ يَدَهُ فَقَطَعَهَا، فَبَايَعَهُ، وَقَالَ: «مَنْ عَلَّقَ تَمِيمَةً فَقَدْ أَشْرَكَ».

გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირ ალ-ჯუჰანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
რომ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა რამდენიმე ადამიანი, და მან მათგან ცხრისგან მიიღო ერთგულების ფიცი, ხოლო ერთისგან - არა. მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო! შენ ცხრისგან მიიღე ფიცი, მაგრამ ეს ერთი დატოვე?" მან უპასუხა: «ნამდვილად, მასზე არის თილისმა». მაშინ იმ ადამიანმა ხელი გაიწვდინა და თილისმა მოიძრო. ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი ფიცი მიიღო და თქვა: «ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა».

კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა მუსნად აჰმად - 17422

განმარტება

მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც სურდათ მიიღონ ისლამი და დაიცვან მისი გზა. ისინი იყვნენ ათნი. მოციქულმა მიიღო ცხრისგან აღთქმა, მაგრამ მეათესგან არ მიიღო. როდესაც მისგან ამის მიზეზი იკითხეს, მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მას აქვს თილისმა". ეს არის ისეთი რამ, რაც იკვრება ან იკიდება, მაგალითად მძივები ან სხვა საგნები, ბოროტი თვალის ან ზიანის თავიდან ასაცილებლად. მამაკაცმა ხელი შეიყვანა თილისმის ადგილას, მოაცილა იგი და თავიდან მოიშორა. ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიიღო მისი აღთქმა და გააფრთხილა თილისმების შესახებ, თან განმარტა მათი სამართლებრივი მდგომარეობა. "ვინც დაიკიდა თილისმა, მან ჩაიდინა შირქი".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ვინც ალლაჰის გარდა სხვას დაეყრდნობა, ალლაჰი მას მისივე განზრახვის საპირისპიროდ მოექცევა.
  2. რწმენა იმისა, რომ თილისმის ჩამოკიდება შეიძლება გახდეს მიზეზი ზიანის ან ბოროტი თვალისგან დაცვისა, მცირე შირქია. ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ თილისმა თვითონვე აძლევს სარგებელს, ეს უკვე დიდი შირქია(მრავალღმერთიანობა).

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية