1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად, სამოთხეში არის შეკრების ადგილი, რომელსაც მაცხოვრებლები ყოველ პარასკევს ესწრებიან

عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضيَ اللهُ عنهُ أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ فِي الْجَنَّةِ لَسُوقًا، يَأْتُونَهَا كُلَّ جُمُعَةٍ، فَتَهُبُّ رِيحُ الشَّمَالِ فَتَحْثُو فِي وُجُوهِهِمْ وَثِيَابِهِمْ، فَيَزْدَادُونَ حُسْنًا وَجَمَالًا، فَيَرْجِعُونَ إِلَى أَهْلِيهِمْ وَقَدِ ازْدَادُوا حُسْنًا وَجَمَالًا، فَيَقُولُ لَهُمْ أَهْلُوهُمْ: وَاللهِ لَقَدِ ازْدَدْتُمْ بَعْدَنَا حُسْنًا وَجَمَالًا، فَيَقُولُونَ: وَأَنْتُمْ وَاللهِ لَقَدِ ازْدَدْتُمْ بَعْدَنَا حُسْنًا وَجَمَالًا».

ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის შეკრების ადგილი, რომელსაც მაცხოვრებლები ყოველ პარასკევს ესწრებიან. იქ უბერავს ჩრდილოეთის ნიავი, რომელიც ხვდება მათ სახეებსა და ტანსაცმელს, და ამის წყალობით მათი სილამაზე და მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება. შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებთან, უკვე მეტად დამშვენებულები და მიმზიდველები. მათი ოჯახის წევრები ეუბნებიან მათ: 'ვფიცავთ ალლაჰს, თქვენ კიდევ უფრო მშვენიერები და მიმზიდველები გახდით მას შემდეგ, რაც დაგვტოვეთ'. ხოლო ისინი პასუხობენ: 'ვფიცავთ ალლაჰს, რომ თქვენც კიდევ უფრო მშვენიერები და მიმზიდველები გახდით მას შემდეგ, რაც დაგტოვეთ'».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2833

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ სამოთხეში არის ერთი ადგილი, სადაც სამოთხის მკვიდრნი შეიკრიბებიან, იქ არ იქნება ყიდვა გაყიდვა (ვაჭრობა) არამედ აიღებენ იმას რაც მათ სურთ, ისინი აქ დაახლოებით ყოველ მეშვიდე დღეს მოვლენ, მათ დაუბერავს ჩრდილოეთის სიო, რომელიც მათ სახეებზე და ტანისამოსზე შეეხებათ, და მათ შეჰმატებს მშვენებას და სილამაზეს, ისინი თავიანთ ოჯახებს უფრო მეტად მშვენიერები და ლამაზები დაუბრუნდებიან, მათ ეტყვიან თავიანთი ოჯახის წევრები: ვფიცავართ ალლაჰს, ჩვენგან წასვლის შემდეგ უფრო მეტად შეგემატათ მშვენიერება და სილამაზე, და ისინიც ეტყვიან: ვფიცავართ ალლაჰს, თქვენც შეგემატათ ჩვენს შემდეგ მშვენიერება და სილამაზე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. განმარტება იმისა, რომ სამოთხის ხალხს მუდამ ემატება მშვენიერება და სილამაზე.
  2. ეს ჰადისები ადამიანს ჰმატებს იმის სურვილს, რომ აკეთოს კეთილი საქმე, რომელიც მას შეიყვანს სამოთხეში.
  3. ჩრდილოეთის სიოს გამოკვეთით ხსენება ნიშნავს: რადგან ეს იყო არაბთათვის საუკეთესო სიო, რომელსაც თან მოჰყვებოდა წვიმა და უხვი სიკეთეები.
  4. მოწოდება ალლაჰის გზისკენ სამოთხის შესახებ შთამაგონებელი მოთხრობებითა და მისი მარადიული ნეტარებების აღწერით.

თარგმნების ჩვენება

40 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية