1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ვაი არაბებს, მოახლოებული ბოროტებისგან! დღეს იაჯუჯ და მაჯუჯის კედლიდან გაიხსნა ამხელა ნაწილი,

عَنْ زَيْنَبَ بِنْتِ جَحْشٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْها أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ دَخَلَ عَلَيْهَا فَزِعًا يَقُولُ:
«لاَ إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَيْلٌ لِلْعَرَبِ مِنْ شَرٍّ قَدِ اقْتَرَبَ، فُتِحَ اليَوْمَ مِنْ رَدْمِ يَأْجُوجَ وَمَأْجُوجَ مِثْلُ هَذِهِ» وَحَلَّقَ بِإِصْبَعِهِ الإِبْهَامِ وَالَّتِي تَلِيهَا، قَالَتْ زَيْنَبُ بِنْتُ جَحْشٍ فَقُلْتُ يَا رَسُولَ اللَّهِ: أَنَهْلِكُ وَفِينَا الصَّالِحُونَ؟ قَالَ: «نَعَمْ إِذَا كَثُرَ الخَبَثُ».

გადმოცემულია ზაინაბ ბინთ ჯაჰშისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შეშინებული შევიდა და უთხრა:
«არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ვაი არაბებს, მოახლოებული ბოროტებისგან! დღეს იაჯუჯ და მაჯუჯის კედლიდან გაიხსნა ამხელა ნაწილი,» – და მან შეკრა ცერი და საჩვენებელი თითი წრის ფორმაში. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, ნუთუ ჩვენ დავიღუპებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის იქნებიან კარგი ადამიანები?" მან თქვა: «დიახ, თუ ცოდვები მოიმატებს!»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3346

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა ზაინაბ ბინთ ჯაჰშთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შეშინებული და დაფრთხობილი და თქვა:(ლაა ილააჰა ილლაა ალლააჰ): არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰის, რაც მიუთითებს მოსალოდნელ უსიამოვნო მოვლენაზე, რომლისგანაც გადარჩენა მხოლოდ ალლაჰისკენ ლტოლვითაა შესაძლებელი. შემდეგ მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ვაი არაბებს მოახლოებული ბოროტებისგან, რომელიც მალე მოხდება! დღეს იაჯუჯისა და მაჯუჯის კედლიდან, რომელიც ზულ-ყარნაინმა ააშენა, გაიხსნა ამხელა ნაწილი, – და მან შეკრა ცერი და საჩვენებელი თითი წრის ფორმაში. ზაინაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: როგორ დაუშვებს ალლაჰი ჩვენს დაღუპვას, როცა ჩვენს შორის კეთილი მორწმუნენი არიან? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) უპასუხა: როდესაც ბოროტება მოიმატებს – აღვირახსნილობა, ცოდვები, მრუშობა, ალკოჰოლი და სხვა მსგავსი ქმედებები – დაიღუპება მთელი საზოგადოებას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თუნდაც ძლიერი შიში არ უშლის ხელს მორწმუნის გულს, გაიხსენოს ალლაჰი, რადგან სწორედ ალლაჰის ხსენებით ნუგეშდება გულები.
  2. წახალისება ცოდვების გაკიცხვისა და მათი ჩადენის თავიდან აცილებისკენ.
  3. საერთო დაღუპვა ხდება ცოდვების სიმრავლის, მათი გავრცელების და აკრძალვის უქონლობის გამო, თუნდაც მათ შორის მრავალი კეთილმორწმუნე არსებობდეს.
  4. ბედნიერება შეეხება ყველას, როგორც კეთილმორწმუნეებს, ასევე ბოროტებს, მაგრამ ისინი აღსდგებიან თავიანთი განზრახვების მიხედვით.
  5. არაბები კონკრეტულად ახსენა სიტყვებში: "ვაი არაბებს მოახლოებული ბოროტებისგან", რადგან იმ დროს მუსლიმებს შორის არაბები ჭარბობდნენ.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية