ჰადისების სია

841ჰადისების სია

ჰადისების სია 841

ანასს ჰკითხეს როგორი იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კითხვა (ყურანის)? მან თქვა: «ის იყო გაწელილი(მადდებით)
რომ მას ჰკითხეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანის კითხვის შესახებ
ნუთუ ყველა თქვენგანი საკუთარ ღმერთს არ ევედრება, მაშ, ნუ შეაწუხებთ ერთმანეთს
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ გვაკითხებდა ყურანს ყველა მდგომარეობაში, გარდა დიდი განბანვის საჭიროების დროს (ჯუნუბობის დროს)
პირიქით თქვით: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი
თქვენს წიგნში არის ერთი აიათი, რომელსაც კითხულობთ. ის რომ ჩვენზე,იუდეველებზე, ყოფილიყო გარდმოვლენილი, ჩვენ იმ დღეს დღესასწაულად ვაქცევდით
ჭეშმარიტად უზენაესმა ალლაჰმა გარდმოავლინა: {და ვინც არ განსჯის იმით, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი}
დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია
{ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰიოს ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი სა' წყლით დიდ განბანვას აკეთებდა (ბანაობდა) და ერთი "მუდდით" პატარა განბანვას აკეთებდა
დავინახე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოშარდა, შემდეგ აიღო აბდესი და მასჰი გაიკეთა ფეხსაცმელებზე
როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად
არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და არ ჰქონდეთ სურნელი (სუნამოები) მათზე
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები
ვინც ილოცა ჩვენი ლოცვა, დადგა ჩვენი ყიბლას მიმართულებით და მიირთვა ჩვენი დაკლული, ის არის მუსლიმი, რომელიც იმყოფება ალლაჰის და შუამავლის მფარველობაში, ნუ დაართვევთ ალლაჰის გარანტიას მისი მფარველობის ქვეშ მყოფთან
მე ვხედავდი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორ ესალმებოდა მარჯვნივ და მარცხვნივ, ისე რომ მე მის ლოყის სითეთრეს ვხედავდი
ჭეშმარიტად, ადამიანი ილოცებს, მაგრამ მას მისი ლოცვიდან მხოლოდ მეათედი, მეცხრედი, მერვედი, მეშვიდედი, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი, მესამედი ან ნახევარი ეწერება — მისი ყურადღებისა და გულმოდგინების მიხედვით
მოუწოდეთ თქვენს მომაკვდავებს სიტყვების: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა"-ს (ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ) წარმოთქმა
თუ გსურთ, მოგცემთ, მაგრამ ამ დახმარებაში წილი არ ეკუთვნის არც მდიდარს და არც იმ ძლიერს, ვინც საკუთარი შრომით შეძლებს სარჩოს მოპოვებას
ჯერ შეავსეთ წინა მწკრივი, შემდეგ ის, რომელიც მის შემდეგ მოდის. ხოლო თუ სადმე ნაკლებობა დარჩება, ის დარჩეს უკანასკნელ მწკრივში
როცა ლოცვისთვის იყამას წაიკითხავენ, სავალდებულო ლოცვის გარდა სხვა ლოცვა არ ილოცება
შეეშვით ამ ყველაფერს, უთუოდ ეს ამაზრზენი რამეა
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილი გაუგზავნა ხოსროს (სპარსეთის ხელმწიფე), კეისარს, ნეჯაშს (ეთიოპიის ხელმწიფე) და სხვა ხელმწიფეებს, მათ მოუხმობდა უზენაესი ალლაჰისკენ
ო, ალლაჰ, მე ადამიანი ვარ, მუსლიმთაგან რომელიმე კაცს თუ მივაყენე შეურაცხყოფა, ან დავწყევლე, ან გავროზგე, ეს მის განწმენდად და წყალობად აქციე
მუჰამმადის (ალალაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი არასოდეს ჭამდა დღეში ორჯერ, გარდა იმისა, რომ ერთი მათგანი ყოფილიყო ხურმისგან(ფინიკისგან)
მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის პურით სამი ღამე ზედიზედ, — სანამ არ გარდაიცვალა
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საწოლი გამხმარი ტყავისგან იყო, და პალმის ფოთლებით იყო გავსებული
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო
ო, ბილალ, მომიყევი საუკეთესო საქმეზე, რომელიც გააკეთე ისლამში
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არცერთ ხალხთან არ უბრძოლია, სანამ მათ ისლამისკენ არ მოუხმობდა
უზენაესმა ალლაჰმა თქვა: სამი პიროვნების მოდავე მე ვიქმები განკითხვის დღეს
არ დაწყევლოთ ის, ვფიცავ ალლაჰს, ჭეშმარიტად, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს
არ გინდათ გამცნოთ უფრო უკეთესზე, ვიდრე მარხვა, ლოცვა და სადაყა?
არ გინდათ გამცნოთ თქვენს შორის საუკეთესოზე და თქვენს შორის ყველაზე უკეთურზე?
არ იქნება მადლიერი ალლაჰის მიმართ ის, ვინც ხალხის მიმართ არ არის მადლიერი
ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე
როდესაც მივდიოდი მაღლა ზეციდან შემომესმა ხმა, მხედველობა მისკენ მივაპყარი, ეს იყო ანგელოზი, რომელიც გამომეცხადა ჰირას გამოქვაბულში
ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს
გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი
არ არის ნებადართული მუსლიმის სისხლის დაღვრა, გარდა სამი შემთხვევისა
გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო ნათესავ მამაკაცს