عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ:
كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَسِيرُ فِي طَرِيقِ مَكَّةَ، فَمَرَّ عَلَى جَبَلٍ يُقَالُ لَهُ جُمْدَانُ، فَقَالَ: «سِيرُوا هَذَا جُمْدَانُ، سَبَقَ الْمُفَرِّدُونَ» قَالُوا: وَمَا الْمُفَرِّدُونَ يَا رَسُولَ اللهِ؟ قَالَ: «الذَّاكِرُونَ اللهَ كَثِيرًا وَالذَّاكِرَاتُ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას გზაზე მიდიოდა და ჩაიარა მთასთან, რომელსაც ჯუმდანი ერქვა. მან ჩუმად თქვა: წადით ეს ჯუმდანია, ცალკემყოფები დაწინაურდნენ». ჰკითხეს: "ვინ არიან ეს ცალკემყოფები(მუფარრიდუუნ), ო ალლაჰის შუამავალო?" მან უპასუხა: «ალლაჰის მრავალჯერ მხსენებელი მამაკაცები და ქალები».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2676

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ალლაჰის ბევრჯერ მხსენებელთა მაღალი მდგომარეობა, რომ მათ განზე დაიჭირეს თავი და სხვებს გაასწრეს სამოთხის უმაღლესი დონეების მოპოვებაში. ისინი მან გორა ჯუმდანს შეადარა, რომელიც სხვა მთებისგან განცალკევებულად დგას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია ალლაჰის ხსენება ხშირად და მუდმივად, რადგან საიქიოში წარმატება მიიღწევა მრავალი მორჩილებითა და თაყვანისცემაში გულწრფელობით.
  2. ალლაჰის ხსენება შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ენით, ან მხოლოდ გულით, ან ერთდროულად ენით და გულით, რაც ყველაზე მაღალი რანგია.
  3. ალლაჰის ხსენებას (ზიქრს) მიეკუთვნება შარიათით დადასტურებული ფორმა, როგორიცაა მაგალითად, დილის და საღამოს ზიქრები ან სავალდებულო ლოცვების შემდეგ და სხვა.
  4. იმამ ნავავიმ თქვა: "იცოდეთ, რომ ზიქრის უპირატესობა არ შემოიფარგლება მხოლოდ "სუბჰანნალლაჰ"-ის თქმით ან "ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ" ან "ალლაჰუ აქბარ" და ამგვარ ზიქრებზე. არამედ, ალლაჰის მორჩილებაში ჩართული ნებისმიერი მოქმედი(ადამიანი) ალლაჰის ზიქრის შესრულებაში ითვლება".
  5. ალლაჰის ხსენება სიმტკიცის უდიდესი მიზეზია, თქვა ყოვლად წმინდა და უზენაესმა: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, როცა ხვდებით რომელიმე ლაშქარს, განმტკიცდით და მრავალჯერ გაიხსენეთ ალლაჰი, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ». [ ალ-ანფაალ: 45]
  6. ალლაჰის მხსენებელთა და გორა ჯუმდაანს შორის მსგავსება მდგომარეობს განცალკევებასა და განდეგილობაში; გორა ჯუმდანი განცალკევებულია მთებისგან, და ასევე ალლაჰის მხსენებელთა გულები და ენები ალლაჰის ხსენებაში არიან ჩართულნი, თუნდაც ხალხში იყვნენ. შესაძლოა, მსგავსება იყოს ისიც, რომ ზიქრი რწმენაზე სიმტკიცის მიზეზია, როგორც მთები მიწის სიმყარეს უზრუნველყოფენ, ან ალლაჰის ხსენებისკენ სწრაფვა სიკეთეებისკენ ამქვეყნად და საიქიოში, როგორც გორა ჯუმდანისკენ მიმავალთა მისაღწევ ნიშანს წარმოადგენდა, და მედინიდან მექქამდე მის მიღწევას გზაზე პირველობას ნიშნავდა.ასევე, ალლაჰის მხენებელი არის სხვებზე წინ, რადგან ალლაჰს ხშირად ახსენებს. ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية