ჰადისების სია

841ჰადისების სია

ჰადისების სია 841

ალლაჰმა შეიწყალოს ის კაცი, ვინც ლმობიერია, როდესაც ყიდის, როდესაც ყიდულობს და როდესაც ვალს მოითხოვს
იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც
ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი
ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას
ვინც იმარხა რამადანი რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას მის წინ ჩადენილი ყველა ცოდვა
ჭეშმარიტად, სამოთხეში არის კარიბჭე, რომელსაც არ-რაიან ჰქვია. აღდგომის დღეს მასში შევლენ მარხულები, და არავინ შევა მასში მათ გარდა
როცა მოვა რამადანი, გაიღება სამოთხის კარიბჭეები, დაიხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები და სატანები შებოჭილნი იქნებიან
მარხული ადამიანი დავიწყებით თუ მიირთმევს ან დალევს, მან მარხვა გააგრძელოს, რადგან ჭეშმარიტად, მას ალლაჰმა აჭამა და დაალევინა
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა მეჩეთში, გარდაცვალებამდე ასე იქცეოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცოლები იქცეოდნენ ასე
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო ათი დღის განმავლობაში (რამადანის) ისეთ გულმოდგინებას იჩენდა, როგორსაც სხვა დროს არ იჩენდა
როდესაც რამადანის ბოლო დეკადა დგებოდა, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღამეებს თაყვანისცემას უძღვნიდა, აღვიძებდა თავის ოჯახს [დამატებითი ლოცვებისთვის], კიდევ უფრო მეტად იღვწოდა თაყვანისცემაში და იკრავდა იზარს [გაურბოდა სიახლოვეს ცოლებთან]
ვინც ალლაჰის გზაზე ერთი დღე იმარხულებს, ალლაჰი მის სახეს ჯოჯოხეთისგან სამოცდაათი წლის (ხარიფ) მანძილით დააშორებს
ჩემმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა (მოციქულმა) მირჩია სამი რამ: ყოველ თვეში სამდღიანი მარხვის დაცვა, დუჰა ლოცვის შესრულება და ძილის წინ ვითრის შესრულება
მიირთვით სუჰური, რადგან სუჰურში ბარაქაა
მე დავესწარი ბაირამის ლოცვას უმარ ბინ ალ-ხატტაბთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან თქვა: ეს ორი დღეა, რომელის მარხვით გატარება აკრძალა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): მარხვის დასრულების ანუ ბაირამის დღე, მორე დღე კი მსხვერპლშეწირვის დღე, როცა თქვენს დაკლულს მიირთმევთ
ვინც გაათენებს ყადირის ღამეს რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას წარსული ცოდვები
ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა
შეასრულეთ ჰაჯობა და უმრა თანმიმდევრულად, რადგან ისინი შლიან სიღარიბეს და ცოდვებს ისე, როგორც დნობის ღუმელი წმენდს რკინას, ოქროსა და ვერცხლს მინარევებისგან. ხოლო სწორად შესრულებული ჰაჯობის საზღაური არაფერია, გარდა სამოთხისა
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) "თალბია" (უმრის ან ჰაჯობის წინ წარმოსათქმელი ვედრება) შემდეგნაირი იყო: «ღმერთო მე შენს წინაშე ვარ, შენს წინაშე ვარ, ღმერთო შენს წინაშე ვარ და არ გყავს შენ მოზიარე, ჭეშმარიტად, ქება-დიდება და წყალობა შენ გეკუთვნის, მეუფება შენ გეკუთვნის და არ გყავს შენ მოზიარე
არ არსებობს დღეები, რომელშიც გაკეთებული კარგი საქმე უფრო მეტად საყვარელი იყოს ალლაჰისთვის, ვიდრე ამ დღეებში», იგულისხმება ზულ-ჰიჯჯას ათი დღე
იბრძოლეთ მრავალღმერთიანებთან თქვენი ქონებით, სიცოცხლითა და ენით
მიატოვე ის, რაც ეჭვს გიჩენს, და მიაპყარი ყურადღება იმას, რაც ეჭვს არ იწვევს, რადგან სიმართლეს სიმშვიდე მოაქვს, ხოლო სიცრუე — ეჭვებს აჩენს
ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ ჩაიდენენ ან არ იტყვიან იმას, რისკენაც ის უბიძგებს მათ
ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს
ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა
ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას
გნებავთ, გამცნოთ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ
დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება
აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან
ვინც მოკლავს ხელშეკრულების მქონე არა მუსლიმს (მუსლიმებთან მშვიდობის პირობით მცხოვრებს), ის სამოთხის სურნელს ვერ იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურნელი ორმოცი წლის (გასავლელი) მანძილის სიშორეზე იგრძნობა
არ შევა სამოთხეში ნათესაური კავშირის გამწყვეტი
ვისაც სურს, რომ მისი სარჩო გაიზარდოს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს, დაე, შეინარჩუნოს ნათესაური კავშირები
ნამდვილი ნათესაური კავშირის დამამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი კავშირის დამამყარებელი ისაა, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს იმასთან, ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვის უნდა მოვეპყრო ყველაზე კეთილშობილურად?" მიპასუხა: «შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ შენს მამას, შემდეგ – ყველაზე ახლობელს, შემდეგ კი – მასზე უფრო ახლობელს
იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ ისეთ რამეზე, რაც მას არ მოეწონებოდა
ყოველი მათრობელა ნივთიერება არის ღვინო, და ყოველი მათრობელა ნივთიერება ჰარამია (აკრძალულია). ვინც ამქვეყნად ღვინოს დალევს და მასზე დამოკიდებულად დარჩება და არ მოინანიებს, საიქიოში მას ღვინო არ დაელევა
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა მექრთამე და ქრთამის მიმღები სასამართლოს საქმეებში
არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები,
უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია
ჭორიკანა არ შევა სამოთხეში
ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს
ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით
ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანები არიან ისინი, ვინც მუდმივად დავობენ და კამათობენ
თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში
ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი
ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს
მუსლიმს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს
ვინც მომცემს გარანტიას იმის შესახებ, რაც მას ყბებს შორის აქვს, და იმის შესახებ, რაც მას ფეხებს შორის აქვს, მას ვაძლევ სამოთხის გარანტიას
არ გაემგზავროს ქალი ორდღიან გზაზე, თუ მასთან ერთად არ არის ქმარი ან მაჰრამი
არ დამიტოვებია ჩემს შემდგომ მამაკაცებისთვის იმაზე დიდი განსაცდელი, ვიდრე ქალები
თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა
ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ჩვენი ცოლის უფლება ჩვენზე?" მან მიუგო: «რომ აჭამო, როცა თავად ჭამ, და ჩააცვა, როცა თავად გაცვია ან თვად იმოსები, ნუ დაარტყამ სახეში, ნუ შეარცხვენ მას და ნუ მიატოვებ, გარდა სახლის შიგნით
ო, ქალებო! გაიღეთ მოწყალება (სადაყა), რადგან მე დამანახეს, რომ ჯოჯოხეთის მოსახლეთა უმეტესობა თქვენგან არიან, ქალებმა ჰკითხეს: "რის გამო, ო ალლაჰის მოციქულო?“ მან უპასუხა: «თქვენ ბევრს იწყევლებით და თქვენი ქმრების მადლიერები არ ხართ. მე არ მინახავს გონებისა და რელიგიის მხრივ ნაკლული არსება, რომელიც ჭკვიან და მტკიცე მამაკაცს ასე მოხიბლავდა, როგორც თქვენგან ერთ-ერთი
ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან დაკავშირებით ?" მოციქულმა უპასუხა: «ქმრის ნათესავი — ეს არის სიკვდილი
ქორწინება არ არის მოქმედი მეურვის თანხმობის გარეშე
რომელი ქალიც გათხოვდება თავისი მეურვის (ვალი) ნებართვის გარეშე, მისი ქორწინება(ნიქაჰი) ბათილია». (ეს სამჯერ გაიმეორა). «თუ ქმარმა მასთან თანაცხოვრება დაიწყო, მაჰრი მას ეკუთვნის იმ სიამოვნებისთვის, რაც ქმარმა მიიღო. ხოლო თუ მეურვეებთან უთანხმოება წარმოიშობა, მაშინ მმართველი იქნება იმ ქალის მეურვე, ვისაც მეურვე არ ჰყავს
დაწყევლილია ის, ვინც თავის ცოლთან უკანალის გზით (ანუსით) ურთიერთობას დაამყარებს
ყველაზე მეტად იმ პირობების შესრულება გევალებათ, რომლითაც ნებადართული გახდა თქვენთვის ცოლები
ეს სამყარო ნეტარებაა, ხოლო ამ სამყაროს საუკეთესო ნეტარება — მორწმუნე ცოლია
მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალლაჰის სახელი და განადიდა ის, შემდეგ თავისი ფეხი დადო მათ კისრებზე
მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს
არც აბრეშუმი და არც ოქროსფერი ქსოვილი(აბრეშუმი ოქროს უზორებით) არ ატაროთ, არც ოქროს და ვერცხლის ჭურჭლიდან დალიოთ და არც ასეთ ჭურჭელში ჭამოთ, რადგან ეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში მათთვისაა განკუთვნილი, ხოლო ჩვენთვის - საიქიო ცხოვრებაში
სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ყაზაღი (თმის ნაწილობრივ შეჭრა)
ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, მაგრამ ამცირებს მოგებას
დაიმოკლეთ ულვაშები და დაიგრძელეთ წვერი
კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს
ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს
ჭეშმარიტად, მორწმუნეს შეუძლია თავისი კარგი ზნეობით მარხულისა და(მთელი ღამით) მლოცველის საფეხურს მიაღწიოს
სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს
მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის იყო
ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო
ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯვენა მხარით დაწყება – ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის ვარცხნისას, განბანვისას და ყველა სხვა საქმეში
ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში
ჭეშმარიტად, სამართლიანები ისხდებიან სინათლის მინბარებზე ალლაჰის წინაშე, ყოვლადმოწყალე ალლაჰის მარჯვენა მხარეს, რომლის ორივე ხელიც არის მარჯვენა
აკრძალულია ზიანის მიყენება (თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს მოიტანს, მას ალლაჰი მოუტანს ზიანს, და ვინც მუსლიმს სირთულეს შეუქმნის, მას ალლაჰი შეუქმნის სირთულეს
კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს,
არ გაბრაზდე
ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს
ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს
მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი, არც მაწყევარი, არც უხამსობის ჩამდენი და არც უზრდელი
სირცხვილის გრძნობა — რწმენის ნაწილია!
როდესაც ადამიანი თავის ძმას შეიყვარებს აცნობოს მას, რომ უყვარს ის
ყოველი კეთილი საქმე სადაყაა (მოწყალება)
ყოველი სახსარისთვის ადამიანის სხეულში არის სადაყა
ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან
სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი
ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს
ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს
არ უგულებელყო არც ერთი კეთილი საქმე, თუნდაც რომ შეხვდე შენს ძმას ღიმილით
გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში
ვინც არ შეიწყალებს ხალხს, მას არ შეიწყალებს დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰი
შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია
მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა
მუსლიმის უფლება მუსლიმზე ხუთია: სალამზე პასუხის გაცემა, ავადმყოფის მონახულება, დაკრძალვის პროცესიის გაყოლა, მიწვევის მიღება და დაცემინებულზე სიკეთის სურვილი (ალლაჰმა შეგიწყალოს)
ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ
გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?
ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე
თქვენს საქმეებში დაიცავით საშუალო გზა და იყავით სწორნი. იცოდეთ, რომ თქვენგან ვერცერთი ვერ მიაღწევს გადარჩენას მხოლოდ თავისი საქმეებით». მათ თქვეს: "ო ალლაჰის მოციქულო, და შენც ვერ გადარჩები?" მან უპასუხა: «დიახ, არც მე. თუ ალლაჰი თავისი წყალობითა და სიკეთით მაპატიებს
ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრობდი, რომ მან ის მემკვიდრეთა შორის შეიყვანა
ვინც დაიცავს თავისი ძმის ღირსებას, ალლაჰი დაიცავს მის სახეს ცეცხლისგან განკითხვის დღეს
არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის
ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია
ჭეშმარიტად, რელიგია მარტივია, და ვინც შეეცდება დაუძლეველი ტვირთის აღებას რელიგიაში, ის აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ, იარეთ სწორ გზაზე, ეცადეთ მიუახლოვდეთ მას
გაადვილეთ და არ გაართულოთ, ახარეთ და არ შეაძულოთ
ერთხელ უმართან ვიმყოფებოდით და მან თქვა: «ჩვენ აგვეკრძალა გადაჭარბება
როცა თქვენგან ვინმე ჭამს, დაე, ჭამოს მარჯვენა ხელით, და როცა სვამს, დაე, სვას მარჯვენა ხელით, რადგან სატანა ჭამს მარცხენა ხელით და სვამს მარცხენა ხელით
ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის
ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის
ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით მარცხენა ხელით მიირთვა, და უთხრა მას: «მარჯვენა ხელით ჭამე». მან უპასუხა: არ შემიძლია. შუამავალმა თქვა: «არც შეგძლებოდეს
თუ ვინმემ შეჭამა ნიორი ან ხახვი, დაე, განერიდოს ჩვენ (ან ჩვენს მეჩეთებს) და დარჩეს თავის სახლში
ვინც საკვების მიღების შემდეგ იტყვის: "ყოველი დიდება ალლაჰს, რომელმაც მაჭამა ეს საკვები და მანვე მაჩუქა იგი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა ამის არც უნარი და არც ძალა (ალჰამდულილლაჰი ლაზიი ატ'ამანაა ჰაზაა ვა რაზაყანიიჰი მინ ღაირი ჰავლი მინნიი ვა ლაა ყუვვათინ), მას ეპატიება მის წარსული ცოდვები
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც აცემინებდა, ხელს ან ტანსაცმელს პირზე იფარებდა და ამით ხმის ტონს ახშობდა ან ადაბლებდა
ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს, რომ მისი შემსუბუქება მიიღონ ისევე, როგორც უყვარს, რომ მისი ბრძანებები შესრულდეს
ვისთვისაც ალლაჰს უნდა სიკეთე, გამოცდის მას
რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან
მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე
იმდენად საოცარია მორწმუნის მდგომარეობა, რომ მას ყველა ვითარებაში სიკეთე აქვს მისთვის, და არ აქვს ის არავის გარდა მორწმუნისა
როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა
იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება, სანამ არ დაგატყდებათ ცდუნებები, რომელბიც ჰგავს ბნელი ღამის წყვდიადს
ვისაც ალლაჰი სიკეთეს უსურვებს, მას რელიგიის
ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა
ნუ შეიძენთ ცოდნას იმისთვის, რომ ამაყობდეთ სწავლულების წინაშე, კამათობდეთ უგუნურებთან
თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას
მათ ალლაჰის მოციქულისგან ათ-ათ აიათს სწავლობდნენ, და არ იღებდნენ სხვა ათ აიათს, სანამ არ გაიგებდნენ, რა ცოდნა და ქმედება
ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს
ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც წაიკითხავ ბოლო აიათს
სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს
მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს ყურანი, ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მისი (ყურანის) გონებიდან წაშლა და დავიწყება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აქლემის აშვება მისი საბელიდან
არ გადააქციოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება
ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი} [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: «წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა ალ-მუნზირ
ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში
ვინც სურა ალ-ქაჰფის პირველ ათ აიათს დაიზეპირებს, ის ცრუ მესიისგან (დაჯჯალისგან) დაცული იქნება». სხვა გადმოცემის თანახმად კი: «სურა ალ-ქაჰფის ბოლოდან
ვედრება თაყვანისცემაა
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ალლაჰს ახსენებდა (ზიქრს აკეთებდა)
არაფერია ალლაჰისთვის უფრო დასაფასებელი, ვიდრე ვედრება(დუა)
რომელმა მუსლიმმაც არ უნდა მიმართოს ალლაჰს თხოვნით, რომელშიც არ არის ცოდვა და რომელიც არ არღვევს ნათესაურ კავშირებს, ალლაჰი მას აუცილებლად სამიდან ერთ-ერთს უბოძებს: ან მას ამქვეყნად მიანიჭებს იმას, რასაც ის ითხოვს, ან მას ახირეთისთვის შეუნახავს, რათა იქ დააჯილდოვოს ამის სანაცვლოდ, ან მოაცილებს მისგან იგივეს ტოლფას ბოროტებას». საჰაბებმა ჰკითხეს: "მაშინ ჩვენ უფრო მეტს შევევედრებით ალლაჰს!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ალლაჰთან [ამასთან შედარებით] კიდევ უფრო მეტი არის
ამიტომ, როდესაც ალლაჰს სთხოვთ რამეს, სთხოვეთ მას ფირდაუსი
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე
ო, ალლაჰ! მოაწესრიგე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს
ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან კეთილდღეობას ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში
ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან ყოველგვარ სიკეთეს — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმას, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმას, რაც ჩემთვის უცნობია
ჭეშმარიტად, რწმენა (იმანი) თქვენს გულებში იცვითება ისევე, როგორც იცვითება ტანსაცმელი. ამიტომ სთხოვეთ ალლაჰს, რომ განაახლოს რწმენა თქვენს გულებში
გასინჯა რწმენის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით
, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო
მონა ყველაზე ახლოს არის თავის უფალთან, როცა ის ასრულებს სუჯუდს, ამიტომ ამ დროს უფრო ხშირად მიმართეთ ვედრებით
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან». /ალლაჰუმმა რაბბანაა აათინაა ფიი დუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბა ნნაარ/
გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს?
შენ დიდ საქმეზე შემეკითხე, თუმცა ეს ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს
რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ყოველ საღამოს თავის საწოლში წვებოდა, მიადებდა ხელისგულებს ერთმანეთზე, შემდეგ დაანერწყვებდა მათში და კითხულობდა: სურა ალ-იხლას, სურა ალ-ფალაყს და სურა ან-ნას
ვედრებების ბატონი
ო ალლაჰ, შენი წყალობით ვიწყებთ დილას, შენი წყალობით ვაღწევთ საღამოს, შენი წყალობით ვცოცხლობთ და შენი წყალობით ვკვდებით, და შენსკენაა აღდგომა
ვინც სამჯერ იტყვის: 'ბისმილლაჰ, რომლის სახელითაც არაფერი ზიანს არ მიაყენებს არც მიწაზე და არც ცაში, რადგან ის არის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე!' საღამოს, მას მოულოდნელი უბედურება არ შეემთხვევა დილამდე. ხოლო ვინც ამას სამჯერ უტყვის დილით
[სურა] {'თქვი: ის – ალლაჰია, ერთია}, და ორი დამცავი სურა (მუ'ავვიზათანი) დილით და საღამოს სამჯერ, და ეს დაგიცავს ყოველი ცუდისგან
ღემრთო, შენი კმაყოფილების მფარველობას ვეძიებ შენი რისხვისგან, შენი მიტევების მფარველობას — შენი სასჯელისგან, და შენთან ვეძიებ თავშესაფარს შენგან. ვერასდროს შევძლებ შენს ქებას ისე, როგორც შენ თვითონ განადიდე შენი თავი
ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი სიტყვები არის: სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ლლაჰუ აქბარ, და შენთვის საზიანო არ იქნება, რომლითაც არ უნდა დაიწყო
ვინც იტყვის ათჯერ
ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის
ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს
„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს
ჭეშმარიტად, ამ სიტყვების წარმოთქმა: " წმინდა და უნაკლოა ალლაჰი /სუბჰაანალლაჰ, ქება-დიდება ალლაჰს ალჰამდულილლაჰ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ლაა ილააჰა ილლა ალლააჰ, ალლაჰი უდიდესია/ალლაჰუ აქბარ", - უფრო საყვარელია ჩემთვის, ვიდრე ის რაზეც მზე ამოდის
ყველაზე საუკეთესო ზიქრი (ხსენება) არის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, ხოლო საუკეთესო ვედრება: ქება-დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ
ვინც დაბინავდება რომელიმე ადგილას და იტყვის: "მივეკედლები ალლაჰს, მისი სრულყოფილი სიტყვებით, იმ სიავისგან, რაც მან შექმნა" /ა'უუზუ ბი ქალიმაათი ლლააჰი თაამმაათი მინ შარრი მაა ხალაყ/, მას ვერაფერი ავნებს მანამ, სანამ იმ ადგილს არ დატოვებს
როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ
როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!
ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის
ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში
ჭეშმარიტად ალლაჰი განკითხვის დღეს
ო, ალლაჰის შუამავალო! არ დამიტოვებია არც ერთი პატარა და დიდი ცოდვა, რომ არ ჩამედინოს.“ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: „განა არ აღიარებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამედი ალლაჰის მოციქულია?
, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს
ჩვენ სულებში ისეთი რამეები გვაქვს, რაზეც ლაპარაკიც კი გვრცხვენია." უთხრა: "ნუთუ მართლა გაქვთ ასეთი რამეები?" მათ უპასუხეს: "დიახ." უთხრა: " აი, ეს არის ჭეშმარიტი რწმენა
ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შაიტნის ყველა ხრიკი მხოლოდ გულში კარნახებამდე დაიყვანა.“
„საქმეები - ექვსი სახისაა, ხოლო ადამიანები - ოთხი კატეგორიის. ორი აუცილებელი შედეგი. სხვადასხვა საზღაური. საზღაური სიკეთის ათმაგია. საზღაური კეთილი საქმის შვიდასმაგია
ფარისევლის მაგალითი მსგავსია იმ ცხვრისა, რომელიც ორ ფარას შორის დაბნეული დადის — ხან ერთს უერთდება, ხან მეორეს
„ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა და ალკოჰოლის გამოყენება, შემცირდება კაცების რაოდენობა და გაიზრდება ქალების რაოდენობა ისე, რომ ორმოცდაათ ქალზე ერთი კაცი იქნება, რომელიც მათზე იზრუნებს
არ დადგება ეს საათი, სანამ არ იბრძოლებთ ებრაელებთან, და სანამ ქვა, რომლის უკანაც ებრაელი იმალება, არ იტყვის: 'ჰეი, მუსლიმო, ჩემ უკან იმალება ებრაელი, მოკალი იგი!
არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს
ჭეშმარიტად, მე დავდგები ჩემი წყლის აუზთან, რომ ვნახო, ვინ მიუახლოვდება მას. ჩემს წინიდან გარკვეულ ადამიანებს წაიყვანენ, და მე ვიტყვი: 'ოჰ, ღმერთო ჩემო, ისინი ჩემგან არიან და ჩემი უმმეთიდან
ვიცავ იმას, ვის ხელშია მუჰამედის სული, მისი ჭურჭლების რაოდენობა ცის ვარსკვლავებზე და პლანეტებზე მეტია
ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, მათ შორის უძლურებაც და გამჭრიახობაც, ან გამჭრიახობაც და უძლურებაც
როცა ალლაჰმა გადაწყვიტა მონისთვის, რომ რომელიმე მიწაზე სიკვდილი დაუდგეს მას, მას იქ რამე საჭიროებას გამოუჩენს
, და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა
ერთხელ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაღაც ახსენა და თქვა: "ეს მოხდება მაშინ, როცა ცოდნა გაქრება
არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში. არამედ, თქვით: "ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰის და იმის, რაც გარდმოევლინა ჩვენზე
ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი სწორი გზისა
ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოცხადება დაიწყო მაშინ, როცა ის იყო ორმოცი წლის
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ იცნობდა სურის (ყურანის თავის) დასასრულს მანამ, სანამ მას არ გამოეცხადებოდა სიტყვები " სახელითა ალლაჰისა მოწყალისა შემწყალებლისა''/ბისმილლაჰი-რრაჰმანი-რრაჰიიმ/
ვინც ხმამაღლა კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ გასცემს სადაყას (მოწყალებას); ხოლო ვინც ჩუმად კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც ჩუმად გასცემს სადაყას
განა ის, ვინც ამ ქვეყნად ურწმუნოს ფეხებზე ამყოფებდა, არ არის შემძლე, რომ განკითხვის დღეს სახეზე ატაროს?
ვინც ავნებს ალლაჰი მას ავნებს, ხოლო ვინც სირთულეებს შეუქმნის, ალლაჰი მასაც სირთულეებს შეუქმნის
ჭეშმარითად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიში, სულით მდიდარი და თავმდაბალი მსახური
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნამოზე უარს არ ამბობდა
ვინც ვარსკვლავებზე ცოდნა შეიძინა, მან ჯადოქრობის ერთ-ერთი მიმართულება ისწავლა, და რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო [იზრდება მისი ცოდვა ან ცოდნა ჯადოქრობის სფეროში]
არ დარჩეს არცერთი აქლემის ყელზე საბელი რკალი ან საბელი თოკი შეუჭრელი
ის არის სიტყვები ჭეშმარიტებიდან, რომელსაც იპარავს ჯინი და შემდეგ ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს(მკითხავს) ყურში, როგორც ქათმის კაკანი, და ისინი მასში ურევენ ასზე მეტ ტყუილს
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა